ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

ზლატანი: მხოლოდ ჩემზე, რომ მეფიქრა ახლა სიგარით ხელში კუნძულზე ვიქნებოდი

41 წლის ზალატან იბრაჰიმოვიჩმა თავის საფეხბურთო კარიერაზე ისაუბრა, რომლის დასრულებასაც ჯერჯერობით არ აპირებს.

„მინდა ჩემი ტალანტი ყოველდღე გამოვავლინო, ამის დიდი სურვილი მაქვს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი არ არის. მსურს ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო, რადგან გუნდის დახმარება სულ სხვა რამ გახლავთ.

ყველაფერი ჩემზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მინდა სხვებს გადავცე ყველაფერი, რაც მაქვს: თუ ჩემი მეგობრები წესრიგში არიან, მაშინ მეც კარგად ვარ.

თუ გუნდურად გავიმარჯვებთ, მეც ჩართული ვარ ამაში. ამ სიტუაციაში მაქსიმუმი უნდა მივცე. ესეც ჩემი გამოწვევაა, ჩემი მიზანი არ არის ჩემი ეგო.

41 წლის ვარ, მილანში ვთამაშობ და მწვერვალზე ვარ. მინდა ყურადღება სხვებს მივაქციო, მე აქ მათთვის ვარ და არა საკუთარი თავისთვის.

მხოლოდ ჩემს თავზე, რომ მეფიქრა და ყველაფერი მხოლოდ ჩემი თავისთვის გამეკეთებინა, ახლა კუნძულზე ვიქნებოდი, სიგარით ხელში. თუ, მე შემიძლია ვიყო ლიდერი და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი, მე ამას გავაკეთებ“.

- ციტირებს ზლატანის სიტყვებს Sport Mediaset-ი.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის იბრამ ვარჯიში განაახლა. ნახევარ წელზე მეტის გაცდენის შემდეგ, შვედი მოედანს მალე დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის ბოლოს შესაძლოა ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს
სეზონის ბოლოს შესაძლოა ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს