კასანო: მოურინიოსგან სხვას არც არაფერს უნდა ელოდო, 20 წელია ამას აკეთებს
ანტონიო კასანომ კრიტიკის მორიგი ობიექტი ამოარჩია და ამჯერად ჟოზე მოურინიოს საჯაროდ შეუტია.
ვეტერანმა იტალიელმა ფორვარდმა „რომას“ ბოლოდროინდელი თამაშის სტილი დაიწუნა და ამაში ბრალი მოურინიოს დასდო.
„რომა? ჩვეულებრივი მატჩი: ორი ტაიმი, ორი გოლი. მატჩის შედეგი პირველ 10 წუთში გადაწყდა.
მოურინიომ ემპოლის ბურთი დაუთმო, მაგრამ ტოსკანელებმა თითქმის ვერაფერი გააკეთეს. სახლში ასეთი თამაში, თან 70 000 ქომაგის წინაშე არ შეიძლება, მაგრამ მოურინიოსგან სხვას არც არაფერს უნდა ელოდო.
მან ეს გააკეთა თავისი კარიერის მთელი 20 წლის განმავლობაში და კვლავაც ასე ითამაშებს. ის ირჩევს ფეხბურთელებს და არა მე. კატასტროფა მან გამოიწვია და არა მე. ყველა მხოლოდ შედეგებს უყურებს, მაგრამ ხალხი ადრე თუ გვიან ყველაფერს გაიგებს“,
- განაცხადა კასანომ calciomercato-სთან საუბრისას.
ამ მომენტისთვის მოურინიოს რომა სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ტურის შემდეგ, 40 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.