გრანდები სერხი რობერტოს გადაწყვეტილებას ელოდებიან
სერხი რობერტოს „ნოუ კამპიდან“ წასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. ესპანელი ხვდება, რომ პაულინიოს გუნდში მისვლის შემდეგ, სათამაშო დრო კიდევ უფრო შეუმცირდება და კლუბიდან აბარგებაზე არაერთხელ მიანიშნა.
რობერტოს ცენტრალურ ნახევარმცველად თამაში და სტაბილური სათამაშო პრაქტიკა სურს და ამის შესახებ ერნესტო ვალვერდეს უკვე მოახსენა.
25 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც დაინტერესებულ კლუბებს - „მანჩესტერს“, „სიტის“, „ჩელსის“, „იუვენტუსსა“ და „მილანს“, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ.