ფლამენგო, ალ ჰილალი
Aa
Aa

ფლამენგო დამარცხებულია - ალ ჰილალი ფინალში გავიდა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „ფლამენგო“ „ალ ჰილალს“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. ბევრი ელოდებოდა, რომ კოპა ლიბერტადორესის ჩემპიონი ფინალში გავიდოდა, მაგრამ საუდის არაბეთის წარმომადგენელმა ბრწყინვალედ იასპარეზა და შედეგიც სახეზეა.

გულშემატკივრებმა თანაბარი მატჩი იხილეს. შეტევაში ორივე გუნდი აქტიურობდა. ანგარიში მე-4 წუთზე ალ დავსარმა გახსნა, რასაც პედრომ მე-20 წუთზე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის მიწურულს ბრაზილიელებს გერსონი გაუძევეს.

პირველი ნახევარი ამით არ დასრულებულა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეცხრე წუთზე ალ დავსარმა დუბლი გაიფორმა და „ალ ჰილალი“ დააწინაურა. 10 ფეხბურთელით დარჩენილმა „ფლამენგომ“ მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და პირიქით, 70-ე წუთზე ვიეტომ გაისროლა და 3:1 დააფიქსირა. შეხვედრის მიწურულს, „ფლამენგომ“ ერთი ბურთი გაქვითა, თავი კვლავ პედრომ გამოიჩინა.

ცნობისთვის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ალ ჰილალი“ მადრიდის „რეალსა“ და „ალ აჰლის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების დაპირისპირება კი 8 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი ან კეინი - მანჩესტერ იუნაიტედი 100 მილიონს გამოყოფს
ოსიმენი ან კეინი - მანჩესტერ იუნაიტედი 100 მილიონს გამოყოფს