ნაპოლი, მადრიდის რეალი, ზიბი ბონიეკი
Aa
Aa

ბონიეკი: “ნაპოლი რეალზე კარგ ფეხბურთს თამაშობს“

მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობ. ლუჩიანო სპალეტის გუნდს სერია ა-ს მოგების შესანიშნავი შანსი აქვს.

„პარტენოპეის“ შეფასება თავის თავზე უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნიევ ბონიეკმა აიღო და საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

ბონიეკი:

„ევროპაში ვერ ვხედავ გუნდს, რომელიც „ნაპოლის“ მსგავსად მუშაობს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ „აინტრახტი“ ძნელი დასამარცხებელია. თუ ისინი ასე თამაშს გააგრძელებენ საკმაოდ შორს წავლენ.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რატომ არ უნდა იოცნებოს „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე? ვფიქრობ, „პარტენოპეი“ მადრიდის „რეალზე“ კარგ ფეხბურთს თამაშობს. სპალეტის გუნდი თამაშებს დიდი დომინირებით იგებს და არა კონტრ-შეტევებით ან დაცვითი ფეხბურთით.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში აინტრახტს დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი მატჩი გერმანიაში 21 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა ლა ლიგის ამ სეზონის რეკორდსმენია - Opta ქართველის ბრწყინვალე თამაშზე
მამარდა ლა ლიგის ამ სეზონის რეკორდსმენია - Opta ქართველის ბრწყინვალე თამაშზე