Coppa Italia: ლოჩოშვილის კრემონეზემ რომა გააგდო და ნახევარფინალშია
იტალიის თასის 1/4-ფინალში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ ბევრისთვის მოულოდნელად სტუმრად „რომას“ 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
ქართველ მცველს ტრავმის გამო არ უთამაშია.
რაც შეეხება მატჩს, 28-ე წუთზე სტუმრები ზუსტი პენალტით დესერსმა დააწინაურა. პირველი ტაიმი სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
მეორე ტაიმში მოურინიომ თამაშში დიბალაც ჩართო, თუმცა ამით ბევრი ვერაფერი შეცვალა. 49-ე წუთზე ჩელიკმა ავტოგოლი გაიტანა და „კრემონეზემ“ ორბურთიანი ფორმა მიიღო.
„რომამ“ ერთადერთი რაც შეძლო, 94-ე წუთზე ბელოტის გვიანი გოლი იყო, რომელმაც არსებული სურათის შეცვლა ვერ შეძლო.
ამრიგად, ლუკა ლოჩოშვილს შანსი აქვს თავის პირველივე იტალიურ სეზონში თასის ნახევარფინალში ითამაშოს.
აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალში „კრემონეზეს“ მეტოქე ფლორენციის „ფიორენტინა“ იქნება.