ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენის ტრანსფერზე - გამოძიება ნაპოლის წინააღმდეგაც დაიწყო

იტალიაში მორიგი საფეხბურთო სკანდალი მწიფდება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „იუვენტუსის“ დასჯითა და 15 ქულის ჩამოკლებით არის შემოფარგლული, თუმცა გამოძიება გრძელდება და შესაძლოა საქმეში მალე სხვა კლუბებიც გამოჩნდნენ.

იტალიური La Repubblica წერს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პროკურატურამ „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს.

პროკურორი ოსიმენის ტრანსფერზე „ნაპოლის“ დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვს. მათ ეჭვი აქვთ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის.

პროკურატურაში ეჭვობენ, რომ დე ლაურენტისმა ოსიმენის ტრანსფერში მოგების მიზნით, გარიგებაში ჩართული ფეხბურთელების ფასები ხელოვნურად გაზარდა.

ნიგერიელის ტრანსფერში 4 ნაკლებად ცნობილი მოთამაშე იყო ჩართული: ორესტის კარნეზისი, კლაუდი მანცი, ჩირო პალმიერი და ლუიჯი ლიგიორი. მათი ფასები კი ხელოვნურად იყო გაზრდილი. მაგალითად, ლიგიორის ფასი 30 მილიონ ევრომდე იყო. ხსენებული მოთამაშეებიდან ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არცერთს მიუღია. საბოლოოდ კი გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდნენ.

გამოძიება სერია A-ს სხვა კლუბებსაც მიადგება და შესაძლოა, იტალიაში მორიგი გახმაურებული საფეხბურთო სკანდალი ვიხილოთ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოხდება „ნაპოლის“ ირგვლივ და თუ მათ დარღვევა დაუდასტურდათ, როგორი იქნება მათი სასჯელის ფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ბებო...“ - რა თქვა მესიმ გადამწყვეტი პენალტის წინ
„ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ბებო...“ - რა თქვა მესიმ გადამწყვეტი პენალტის წინ