ვარდი: "კონცენტრაციის დაკარგვა ძვირად დაგვიჯდა"
გუშინ ღამით, პრემიერლიგის 2017/2018 წლების სეზონმა სტარტი აიღო.
ლონდონის "არსენალმა" საკუთარ კედლებში "ლესტერი" 4-3 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ "მელიების" ლიდერმა ჯეიმი ვარდიმ კომენტარი გააკეთა.
"ასეთი რამ ამ მოედანზე, უკვე ზედიზედ 3 წელია ხდება. კარგად ვიწყებთ, შემდეგ კი რაღაც გვემართება. კონცენტრაციის დაკარგვა ძვირად დაგვიჯდა". - ამბობს ვარდი.
"ჩვენ არც ისე ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. მეტი გვმართებდა, თუმცა გასვლით შეხვედრაში 3 გოლის გატანა ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი. გუნდის თამაშში იყო კარგი ნიუანსები. ახლა უნდა ვიფიქროთ დაშვებულ შეცდომებზე და მათ გამოსწორებაზე ვიმუშავოთ". - განაცხადა ვარდიმ.
შეგახსენებთ, რომ მე-2 ტურში "ლესტერი" დებიუტანტ "ბრაიტონს" უმასპინძლებს.