თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შეხვედრის MVP გახდა - თორნიკე შენგელიას მაგარი მატჩი ევროლიგაზე

„ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის ეგიდით, 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და საკუთარ კედლებში „პანათინაიკოსს“ სძლია. იტალიელებმა 74:64 იმარჯვეს და სერჯო სკარიოლის გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა.

ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 28:24 წუთი გაატარა. შენგელია ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და აქტივში 16 ქულა, 2 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე), 7 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა. თოკომ 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2-დან 1 სამიანი გამოიყენა და 6-დან 5 საჯარიმო მიითვალა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 24 გახლდათ, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და იგი მატჩის MVP გახდა.

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონიას“ 9 მოგება და 11 წაგება აქვს და ევროლიგაში მე-13 პოზიციას იკავებს. იტალიურ გრანდს მომდევნო შეხვედრა იტალიის ჩემპიონატში ელის და მისი მეტოქე „ბრინდისი“ იქნება. მატჩი 22 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენმა ხვიჩაზე ისაუბრა: „კვარა შესანიშნავი ფეხბურთელია“
ოსიმენმა ხვიჩაზე ისაუბრა: „კვარა შესანიშნავი ფეხბურთელია“