ფიფამ არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო
Aa
Aa

ფიფამ არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო

ფიფამ არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის წინააღმდეგ საქმე გახსნილია საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინური კოდექსის ორი მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით: საფრანგეთთან ფინალში არგენტინის გამარჯვების დროს - აგრესიული ქცევისა და ფეარ პლეის პრინციპების დარღვევისთვის. ფეხბურთელებისა და ოფიციალური პირების არასათანადო ქცევისთვის.

ასევე, არგენტინელები შეიძლება დაისაჯონ მუხლით, რომელიც ეხება კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დებულებებს მედიისა და მარკეტინგის შესახებ დებულებებთან ერთად.

რაც შეეხება ხორვატიას, მათი საფეხბურთო კავშირის წინააღმდეგ საქმე გაიხსნა ფიფას დისციპლინური კოდექსის მე-13 (დისკრიმინაცია) და მე-16 (წესრიგი და უსაფრთხოება მატჩის დროს) მუხლების შესაძლო დარღვევის გამო (ხორვატია მაროკოს მატჩისას).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა ასპექტში ძლიერი ფეხბურთელია“ - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო
„ყველა ასპექტში ძლიერი ფეხბურთელია“ - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო