ილია თოფურია
Aa
Aa

ESPN-ის ყოველწლიური რეიტინგი - ილიას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

ცნობილი ამერიკული გამოცემა, ESPN ყოველწლიურად, იმ მებრძოლებს ასახელებს, რომლებსაც მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ყველაზე დიდი წარმატების მიღწევის პოტენციალი აქვთ. წლეულს, ESPN-ის რჩეულთა შორის 30 მებრძოლი მოექცა და ჯერჯერობით მხოლოდ 20 მათგანის ვინაობა ვიცით, თუმცა, ოცეულში საქართველოს წარმომადგენელს მაინც ვხედავთ.

ESPN-მა ილია თოფურია გამოარჩია და იგი მე-19 ადგილზე გაამწესა. „ელ მატადორი“ ისეთ მებრძოლებზე წინაა, როგორებიც გლოვერ ტეიშეირა, იაირ როდრიგესი, მაგომედ ანკალაევი, ბენილ დარიუში, სირილ განი, ჩარლზ ოლივეირა და რობერტ უიტეკერი არიან.

„ილია თოფურიამ 2022 წელი ხმამაღალი განცხადებით დახურა და ბრაის მიტჩელი დააფინიშა, რითიც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლების ყურადღება მიიპყრო. 2023 წელს, გამოწვევები მისი მეტოქის შემრჩევ ადამიანებს უფრო ექნებათ, ვიდრე თავად ილიას. თოფურია ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელია, დაამტკიცა, რომ მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთებით მოგება შეუძლია და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლისთვის, ხელებში დიდი ძალა აქვს, თუმცა კარგი არ იქნება, რომ იჩქაროს და ჩხუბები მალე გამართოს. მიტჩელთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მან ბრაიან ორტეგა გამოიწვია და როგორც ჩანს, პედი პიმბლეტთან შერკინების საშუალება არ მიეცემა. ელ მატადორს მოვსარ ევლოევთან დაპირისპირებაც უნდა და რუსი მებრძოლი ილიასთვის კარგი ტესტი იქნება“, - წერს ESPN-ი.

ცნობისთვის, „ელ მატადორზე“ წინ დეივისონ ფიგერედო, ჰენრი სეხუდო, შონ ომალი, ამანდა ნუნესი, ბრენდონ მორენო, მარლონ ვერა, ლეონ ედვარდსი და ალჯამეინ სტერლინგი იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისი ქართული ბანერი ვერ შენიშნა და ატირდა - კვარას პატარა ემოციური ქომაგი
მისი ქართული ბანერი ვერ შენიშნა და ატირდა - კვარას პატარა ემოციური ქომაგი