გიორგი მამარდაშვილი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

გატუზო: კურტუა? დღეს ჩემმა მეკარემაც 4-5 ძალიან კარგი ბურთი მოიგერია

ჯენარო გატუზომ ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში „რეალთან“ მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და თავისი გუნდი შეაქო.

„ჩემი გუნდით და ნაჩვენები თამაშით ძალიან ვამაყობ. ძლიერი მენტალიტეტი გამოვავლინეთ. ეს არის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ. ზუსტად ეს დაგვაკლდა კადისთან მატჩში. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს ახალგაზრდა გუნდია, რომელსაც ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი დიდი გუნდის წინააღმდეგ 120 წუთის განმავლობაში ვაჩვენეთ.

არ ვიცი ჩემი გუნდი მეტოქეზე უკეთესი იყო, თუ უარესი. ტაქტიკურად სრულიად განსხვავებული შემადგენლობით მოვემზადეთ, ვიდრე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვაკეთებდით, როცა ორი ნახევარმცველით ვთამაშობდით. გოლის გატანის შანსები გვქონდა და კარგად ვითამაშეთ.

კურტუა? ის არის მეკარე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს. დღეს ჩემმა მეკარემაც 4-5 ძალიან კარგი ბურთი მოიგერია. არ გაგვიმართლა. ჩემი კარიერის განმავლობაში პენალტების სერიაში მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, თუმცა დღეს არ გაგვიმართლა“.

- აღნიშნა გატუზომ.

მამარდაშვილის ყველა მომენტი რეალთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - მამარდაშვილმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო
Sofascore - მამარდაშვილმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო