საკვალიფიკაციო ეტაპი - გორგოძე 115-ე ნომერთან დამარცხდა
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი - გორგოძე 115-ე ნომერთან დამარცხდა

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყება. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა ეკო გორგოძემ მიიღო, რომელიც ამერიკელ კეტი ვოლინეცს დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:6, 1:6, 1:6 დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელისთვის პირველი სეტი წარმატებული გამოდგა. ეკომ ბევრი იბრძოლა და სასურველ შედეგს მიაღწია, მაგრამ ამის შემდეგ ჩავარდნა დაეწყო.

მეორე და მესამე სეტში გორგოძეს ჩაწოდება აღარ წაუვიდა და WTA-ს რეიტინგის 115-ე ნომერთან უბრძოლველად დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველი დიდი სლემის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს, რომელიც გუშინ იმერთან დამარცხდა. საქართველოს პირველი ნომერი საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფება.

დიდი ალბათობით, ეკო გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა და ნათელა ძალამიძე წყვილთა თანრიგში იასპარეზებენ. ცნობისთვის, ავსტრალიის ღია პირველობა 15 იანვარს დაიწყება და 29-ში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები