ილია თოფურია
Aa
Aa

„გულხელდაკრეფილი ვერ ვიდგებოდი“ - ილიას მეგობრის კომენტარი

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მეგობარი, ომარ მონტესი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელზეც ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული. ცნობილი ესპანელი მომღერალი ჩხუბის მონაწილე იყო და მასზე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ბარის კამერის მიერ გადაღებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელთან დაკავშირებითაც ზომებს აუცილებლად მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ეს ვიდეო გაავრცელა, მინდა, გითხრათ, რომ ასეთი ნამდვილად არ ვარ. ჩემი განზრახვა ჩხუბი არ ყოფილა, მაგრამ როცა ჩემს მეგობარზე იწევენ, იქვე ვერ ვიდგები და ამ ყველაფერს გულხელდაკრეფილი ვერ ვუყურებ. ბოდიშს ვიხდი“.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ქართველი მებრძოლი ვიდეოთამაშს თამაშობს, რა დროსაც მასთან უცნობი პირი მიდის. მამაკაცი თოფურიას რაღაცას ეუბნება და რამდენჯერმე ხელიც ჰკრა, რასაც ქართველი მებრძოლის გაღიზიანება და შემდეგ უკვე ფიზიკური ანგარიშსწორება მოყვა. კონკრეტულად, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეაპოლში სკაუტები გაგზავნეს - პრემიერ ლიგის კლუბები ხვიჩას აკვირდებიან
ნეაპოლში სკაუტები გაგზავნეს - პრემიერ ლიგის კლუბები ხვიჩას აკვირდებიან