ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, გავი, ფილ ფოდენი, ვინისიუს ჟუნიორი, ფედე ვალვერდე, პედრი, ჯუდ ბელინგემი, ჯამალ მუსიალა, იოშკო გვარდიოლი
Aa
Aa

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ხვიჩა ასეულში ვერ მოხვდა

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა. რეიტინგი CIES-ის სტატისტიკური მოდელის მიხედვით იქნა შედგენილი და „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც Transfermarkt-ს 60 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული, ასეულშიც ვერ მოხვდა.

პირველ ადგილს „დორტმუნდის“ ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი იკავებს - 208.2 მილიონი ევრო. მეორე პოზიციაზე ფილ ფოდენია - 200.5 მილიონი. მესამეზე კილიან მბაპე (190.7) გახლავთ, რომელიც ვინისიუს ჟუნიორს ძალიან ცოტათი უსწრებს (190.5). ერლინგ ჰოლანდი მეხუთეა, მას კი პედრი (170.2), გავი (147.6), ჯამალ მუსიალა (145.1), იოშკო გვარდიოლი (125.9), ფედერიკო ვალვერდე (123.5) მოჰყვებიან.

საინტერესოა, რომ CIES-მა სერია A-ს ტოპ ფეხბურთელებიც დაასახელა, „ნაპოლის“ მხრიდან კი მხოლოდ ერთი მოთამაშე გამოარჩიეს - ჯაკომო რასპადორი. ამ უკანასკნელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა. ზემოთ ხსენებულმა სიამ ნეაპოლურ პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და AreaNapoli-მ CIES-ი გააკრიტიკა.

„ეს რეიტინგი CIES-ის საფეხბურთო ცოდნასთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს გვიჩენს. განსაკუთრებით, როცა საუბარი სერია A-ს ეხება. მოდით, მხოლოდ იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელების რეიტინგს შევხედოთ და ვნახავთ, რომ კვარაცხელია და ოსიმენი ტოპ 10-ში არ არიან, ხოლო ალესანდრო ბასტონი 49.7 მილიონადაა შეფასებული“, - წერს იტალიური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მასობრივი ჩხუბი ბარში - თოფურია სკანდალში ეხვევა
მასობრივი ჩხუბი ბარში - თოფურია სკანდალში ეხვევა