Aa
Aa

"ბარსელონა" "ვილიარეალის" ლიდერით დაინტერესდა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" ახალი სატრანსფერო სამიზნე ჰყავს.

"ბლაუგრანა" ამიერიდან "ვილიარეალის" იტალიელი ნახევარმცველ რობერტო სორიანოს ტრანსფერზე იმუშავებს.

როგორც ირკვევა, ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაწყებულია და საქმის კურსში სორიანოს ოჯახიცაა.

რობერტო სორიანო 26 წლისაა და "წყალქვეშა ნავში" შარშან გენუის "სამპდორიადან" გადავიდა. 

მან ლა ლიგის გასულ სეზონში 10 გოლი და 7 საგოლე პასი ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები