მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა - დენა უაითი სკანდალში გაეხვია
UFC-ის ხელმძღვანელი, დენა უაითი სკანდალში გაეხვია. რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ უაითმა თავის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„მე იმ ბიჭებს შორის ვარ, რომლებიც ამბობენ, რომ მამაკაცის მიერ ქალზე ძალადობას გასამართლებელი საბუთი არ აქვს, ახლა კი ამ თემაზე TMZ-ზე ვლაპარაკობ. ეს საშინელი სიტუაციაა და ძალიან მრცხვენია. 3 შვილი გვყავს და მას შემდეგ, რაც ვიდეო გავრცელდა, ის მათ ვაჩვენეთ და ოჯახზე ვართ ორიენტირებული. ადამიანებს თავიანთი მოსაზრებები აქვთ და ამ შემთხვევაში, ისინი მართლები არიან. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე ხელის აღმართვა არ შეიძლება!“, - განაცხადა დენა უაითმა.
„დენა და მე 30 წელია, დაქორწინებული ვართ და მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია. სამწუხაროდ, ორივენი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავით, ახალი წლის წინა ღამე იყო და სიტუაცია კონტროლს გასცდა. ამ თემაზე ვისაუბრეთ და ერთმანეთს ბოდიში მოვუხადეთ. იმედი მაქვს, ხალხი ჩვენი და ჩვენი ბავშვების პირად ცხოვრებას პატივს სცემს“, - დასძინა უაითის მეუღლემ, ენ უაითმა.