ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„შენივე პუბლიკის თვალწინ დაგამცირებ“ - ევლოევმა თოფურიას უპასუხა

UFC-ის რუსი მებრძოლი, მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც „ელ მატადორმა“ ესპანელ გულშემატკივრებს მოუწოდა, მათ სამშობლოში გასამართი UFC-ის ღონისძიებისთვის მოემზადონ. ევლოევმა საკუთარი პოზიცია სწორედ ამ პოსტზე დააფიქსირა და ილიასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„შენივე პუბლიკის თვალწინ დაგამცირებ“, - დაწერა ევლოევმა.

შეგახსენებთ, რომ ევლოევმა თოფურია რამდენიმე კვირის წინაც გააკრიტიკა და მასზე საუბრისას განაცხადა: „თოფურია ისევ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნამდვილი ქართველია. როგორც ჩანს, ჩვენს მატადორს ახლა გერმანული ფესვები აქვს. ილია, შეეცადე, ეს ბრძოლა მოიგო, თორემ მომიწევს, ქუჩაში გცემო. თავს უფლებას ვერ მივცემ, ოქტაგონზე ჩემი დრო ხელმოცარულზე დავკარგო“.

მოვსარ ევლოევსა და ილია თოფურიას შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ რამდენიმე თვის წინ უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რუსმა მებრძოლმა ოქტაგონზე გასვლაზე უარი კორონავირუსის გამო თქვა, რის შემდეგაც იყო დაპირისპირება სოციალურ ქსელებში და რამდენიმე შეურაცხმყოფელი პოსტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2022 წლის ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები - კვარა ტოპ 10-შია
2022 წლის ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები - კვარა ტოპ 10-შია