გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„დღე, როცა ოცნება რეალობად იქცა“ - Marca მამარდაზე წერს

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca „ვალენსიას“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს სტატიას უძღვნის. მასში იმ გზაზეა საუბარი, რომელიც ახალგაზრდა მეკარემ „მესტალიაზე“ გადასვლის შემდეგ გაიარა და აღწერილია თუ როგორ შეცვალა გიორგიმ საკუთარი ცხოვრება.

„გიორგი მამარდაშვილს იუბილე აქვს. მას 31 დეკემბერი სამუდამოდ დაამახსოვრდება, როგორც დღედ, როცა ევროპული ფეხბურთის ელიტარულ დონეს მიაღწია. შაბათს, ქართველი მეკარე 1 წლის გასვლას აღნიშნავს იმ დღიდან, როცა ვალენსიამ გადაწყვიტა და მისი კონტრაქტი გამოისყიდა.

მამარდაშვილი თავდაპირველად, ჩეს იჯარის წესით შეუერთდა და სილესენისა და დომენეკის ტრავმების გამო, ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მან საკუთარი ცნობადობის ამაღლება დაიწყო და მის მიერ ნაჩვენებმა ასპარეზობამ ყურადღება პირველივე წუთიდან მიიქცია. საუბარია დიდ ყურადღებაზე, რომელიც ევროპული კლუბებიდან მოდიოდა.

იგი ვალენსიაში იჯარით გადავიდა, მაგრამ ბორდალასმა ძირითადში ლა ლიგის პირველივე შეხვედრაში გაამწესა და სათადარიგო გუნდისთვის გადაბირებულ გოლკიპერს მოუწია, ვალენსიას მთავარი გუნდის კარი პირველივე ტურში დაეცვა. კლუბი მასზე ფსონს ჩამოვიდა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს გიორგისთვისაც რისკი იყო და მას სასტარტოში ადგილის დამსახურება მოუწია. ყველაფერი იდეალურად განვითარდა და ამან ვალენსიას საშუალება მისცა, მისთვის უკეთესი კონტრაქტი შეეთავაზებინა. ეს ხელშეკრულება მამარდაშვილისთვის ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ძირითადი მეკარისთვის შესაფერისი არ გახლდათ. მიუხედავად ამისა, ეს ქართველი ახალგაზრდისთვის საკუთარი და ოჯახის წევრების ცხოვრების შეცვლის ტოლფასი იყო.

2022 წელს რთული პერიოდების გარეშე არ ჩაუვლია, გაუმჯობესებული კონტრაქტი კი, რომელსაც ბევრი ელოდა, გიორგიმ სექტემბერში მიიღო. ეს საბოლოო მიღწევა და ვალენსიას ნამდვილი ფსონი გახლდათ. ღამურებმა მილიონზე ნაკლების ინვესტიცია განახორციელეს და მომავლის გოლკიპერი იპოვეს, რომლის გამოსასყიდი თანხა, 100 მილიონი ევრო კლუბს მოლაპარაკებებისას უპირატესობას აძლევს. 2022 წლის 31 დეკემბერს, მამარდაშვილის იუბილეს ვალენსიას თამაში ემთხვევა და ერთი წელი იქნება გასული იმ დღიდან, როცა ოცნება რეალობად იქცა“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, „ვალენსია“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება და „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ სტუმრად გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპემ ემილიანო მარტინესს უპასუხა
მბაპემ ემილიანო მარტინესს უპასუხა