ვერატიმ "ბარსას" ინტერესზე კომენტარი გააკეთა: "დიახ, იყო რაღაც..."
ახლა, როცა ყველაფერი დასრულდა, მარკო ვერატიმ დუმილი დაარღვია და "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა.
"ბარსელონა? დიახ, იყო რაღაც, მაგრამ ოფიციალური მოლაპარაკებები არ გამართულა. მე პარიზში დარჩენა გადავწყვიტე და ამით ბედნიერი ვარ". - ამბობს ვერატი.
"ნეიმარის გადმოსვლას ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია. მე, გუნდში დარჩენაზე თანხმობა გაცილებით ადრე განვაცხადე. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ბრაზილიელი პსჟ-ში გადმოვიდოდა". - განაცხადა ვერატიმ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" ვერატის შეძენას ერთი თვის განმავლობაში ცდლობდა, თუმცა ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ იყო და ამ ფაქტმა მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა.