ილია სულამანიძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს
ისრაელში მიმდინარე მასტერსზე ილია სულამანიძე ფინალში გავიდა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილიამ არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელ ჯაფარ კოსტოევს ნახევარფინალში ვაზარით მოუგო და ფინალში ნიდერლანდელ სიმეონ კატარინას შეერკინება.
ნახევარფინალამდე ილიამ ასევე სამ მეტოქეს უნგრელ ძომბორ ვეგს, აზერბაიჯანელს ელმარ გასიმოვსა და ებრაელ პეტერ პალტჩიკს აჯობა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში მაისურაძე ფრანგ ალექსის მატიეს დაუპირისპირდა და მეტოქესთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი უზბეკ დავლატ ბობონოვს შეხვდება.
ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილი ასპარეზობს ,რომელიც ბრინჯაოს მედალს შეუტევს. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ მასედო იქნება. რეპეშაჟის ნახევარფინალი ბექამ ისრაელის წარმომადგენელი გუი გურევიჩი დაამარცხა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე 1 მედალია. ტურნირის გამარჯვებული 81 წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა.