ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

იერუსალიმის მასტერსი: გრიგალაშვილი ოქროს მედლის მფლობელია

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში ძიუდოში წლის შემაჯამებელი მასტერსი მიმდინარეობს, სადაც დასკვნით დღეს -81 კგ-ში ფინალში გასვლა და გამარჯვება ტატო გრიგალაშვილმა შეძლო.

ტატომ თავდაპირველად იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს და უნგრელ ატილა ანგვარის მოუგო. ნახევარფინალში კი ფრანგი ომარ დიალო ორი ვაზარით დაამარცხა.

ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე აზერბაიჯანელი საედ მოლაი იყო, რომელსაც დამატებულ ოქროს დროში ვაზარით მოუგო.

ბრძოლა თანაბრად წარიმართა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მოლაის ორი გაფრთხილება ჰქონდა, ტატოს კი ერთი. საბოლოოდ, გრიგალაშვილმა მეტოქეს საჭირო მომენტში აჯობა და რთულად შესასრულებელი ვაზარით მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე -73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებიდან ორმა ძიუდოისტმა იასპარეზა. გათამაშებაში პირველ წრიდან გიორგი ტერაშვილი ჩაერთო, თუმცა ქართველი ფალავანი მასპინძელ იდო ლევინთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა. ტერაშვილის შემდეგ, ტატამიზე საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი ვიხილეთ, თუმცა გამოცდილმა სპორტსმენმა მეორე წრეში ბრაზილიელი დანიელ კარგნინის ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო და ორი ვაზარის შემდეგ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გველესიანის დუბლმა პერსეპოლისს ლიდერობა შეუნარჩუნა
გველესიანის დუბლმა პერსეპოლისს ლიდერობა შეუნარჩუნა