გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით - ზაიონ კლარკის დებიუტი MMA-ში
Aa
Aa

გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით - ზაიონ კლარკის დებიუტი MMA-ში

ზაიონ კლარკის ცხოვრება ერთი დიდი შთამაგონებელი ისტორიაა. იგი იშვიათი დაავადებით დაიბადა, რომლის გამოც მისი ხერხემლის სვეტის ქვედა ნაწილი ნორმალურად ვერ განვითარდა და ქვედა კიდურები არ აქვს. 2021 წელს, მან ისტორია დაწერა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. კლარკმა 20 მეტრი ხელებით ყველაზე სწრაფად, 4.78 წამში გაიარა, ახლახან კი კიდევ ერთი სასწაულის ავტორი გახდა.

ზაიონმა MMA-ის მებრძოლის კარიერის დაწყება გადაწყვიტა და სადებიუტო ბრძოლა იუჯინ მიურეის წინააღმდეგ გამართა. ჩხუბი 3 რაუნდს გაგრძელდა და კლარკმა მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა, მის წარმატებას კი უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

„ჩემთვის MMA იგივეა, რაც ჭიდაობა. შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ადამიანებთან ვჭიდაობ ხოლმე და მათი დამარცხება შემიძლია. მებრძოლი ვარ და ვაპირებ, ისინი ნოკაუტში ჩავაგდო“, - განაცხადა კლარკმა TMZ Sports-თან საუბრისას.

ცნობისთვის, ზაიონი ჭიდაობას სკოლაში ეზიარა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებდა, არ დანებებულა. „ბოლო ადგილზე ყოფნით ძალიან დავიღალე და გადავწყვიტე, ყოველდღიურად იმდენი მემუშავა, რამდენიც საჭირო იქნებოდა. თავდაუზოგავი ვარჯიშის გარეშე უმაღლეს დონეს ვერავინ მიაღწევს და მზად ვიყავი, წარმატებისთვის ყველანაირი მსხვერპლი გამეღო. მინდა, შშმ ბავშვებს მივმართო და ვუთხრა, რომ თუ თავდადებასა და მებრძოლ ხასიათს გამოიჩენთ, ყველაფერ გამოგივათ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაის მიტჩელი თოფურიასთან მარცხის შემდეგ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა
ბრაის მიტჩელი თოფურიასთან მარცხის შემდეგ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა