2022 წლის სენსაციები - ათეულში რომან დოლიძის ბრძოლაც მოხვდა
UFC-ის ოფიციალური ვებგვერდმა 2022 წელს გამართული ის ბრძოლები დაასახელა, რომლებშიც ყველაზე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ტოპ 10-ში ქართველი მებრძოლის მონაწილეობით გამართულ ჩხუბსაც ვხედავთ და UFC-ის აზრით, რომან დოლიძის მიერ ჯეკ ჰერმანსონთან მოპოვებული გამარჯვება წლის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია იყო.
„რომან დოლიძემ თავისი შანსი შესანიშნავად გამოიყენა და ჯოკერი მეორე რაუნდის ბოლოს დააფინიშა. ქართველმა მებრძოლმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა, 2022 წელს კი 3-დან 3 მოგება აქვს. დოლიძემ, რომელიც ჩხუბს მოკლე ვადაში დათანხმდა და დერეკ ბრანსონი ჩაანაცვლა, ბრწყინვალედ იასპარეზა და ამ გამარჯვებით საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში შევიდა“, - წერს UFC-ის ოფიციალური ვებგვერდი.
ტოპ 10 ასე გამოიყურება
1 - ლეონ ედვარდსი - კამარუ უსმანი 2
2 - კარლა ესპარზა - როუზ ნამაიუნასი
3 - შონ ომალი - პიოტრ იანი
4 - კაი კარა-ფრანსი - ასკარ ასკაროვი
5 - ვიქტორ ჰენრი - რაონი ბარსელოსი
6 - ალექს პერეირა - ისრაელ ადესანია
7 - ალჯამეინ სტერლინგი - პიოტრ იანი 2
8 - ტაი ტუივასა - დერიკ ლუისი
9 - რომან დოლიძე - ჯეკ ჰერმანსონი
10 - მარჩინ ტიბურა - ალექსანდრ რომანოვი