სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის ძალიან მაგარი მატჩი - ორმაგი დუბლი, 4 ჩაჭრა და 7 მოხსნა მეტოქის ფარზე

„მილუოკი ბაქსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. „მამუმ“ „უისკონსინ ჰერდის“ რიგებში იასპარეზა, „ბირმინგემ სქუადრონს“ დაუპირისპირდა და საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„ჰერდმა“ 99:85 მოიგო, მამუკელაშვილმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა და მატჩი 21 ქულით, 12 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით დაასრულა. სანდრომ პარკეტზე 31 წუთი გაატარა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო, თუმცა 5 დაკარგვა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ „უისკონსინ ჰერდმა" მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

„მამუმ“ მეტოქის კალათს შესანიშნავი პროცენტით შეუტია და 16-დან 10 ბურთი ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა 12 მოხსნიდან 7 მეტოქის ფარზე მიითვალა და +/- გრაფაში 12 დააფიქსირა, რაც „უისკონსინის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო. NBA-ის განვითარების ლიგის „ტვიტერის“ გვერდს მამუკელაშვილის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მის ასპარეზობას პოსტით გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ „უისკონსინ ჰერდს“ 7 მოგება და 10 წაგება აქვს. მამუკელაშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა 22 დეკემბერს ელის და „ოსტინ ტოროს სპურსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალდანო: “მესიმ მითხრა, რომ 2026 წლის მუნდიალზეც ითამაშებს“
ვალდანო: “მესიმ მითხრა, რომ 2026 წლის მუნდიალზეც ითამაშებს“