როდრიგო დე პაული, კატარი 2022, ნიკოლას ოტამენდი
Aa
Aa

„ვისაც ჩვენში ეჭვი ეპარებოდა...“ - დე პაულის უცენზურო კომენტარი

მუნდიალის მოგების შემდეგ როდრიგო დე პაულმა კრიტიკოსებს საკმაოდ ხისტად უპასუხა. ფეხბურთელმა მათ მიმართ უცენზურო სიტყვა გამოიყენა.

„ყველა მხრიდან გვირტყამდნენ, ყველა მხრიდან გვიტევდნენ და ვისაც ჩვენში ეჭვი ეპარებოდა, მან „ბლოუჯობი“ (იგულისხმება ორალური სექსი) გამიკეთოს“ - დე პაულის აღნიშნული კომენტარი ცნობილმა არგენტინულმა გამოცემამ, Tycsports-მა გაავრცელა.

დე პაულის აღნიშნული კომენტარის შემდეგ მის გვერდით მჯდომმა ნიკოლას ოტამენდიმ თქვა: „ეს გიჟია“.

კატარი 2022-ის მუნდიალზე 28 წლის დე პაული არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან შვიდივე შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა და გუნდს დიდი დახმარება გაუწია. დე პაულის მსგავსად ნიკოლას ოტამენდიც მუდმივად სასტარტოში ხვდებოდა და ფაქტობრივად მთელი ტურნირი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა.

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოიგო (1978, 1986, 2022). მარადონას საოცარი ეპოქის შემდეგ არგენტინა პლანეტის საუკეთესო ნაკრები პირველად გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ისტორიული მომენტია, ისიამოვნეთ“ - სკალონის და ფეხბურთელების კომენტარები
„ეს ისტორიული მომენტია, ისიამოვნეთ“ - სკალონის და ფეხბურთელების კომენტარები