კილიან მბაპე, ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„რა ვუთხარი მას?“ - მაკრონმა მბაპესთან დიალოგის დეტალები გაამხილა

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 მორჩა, დამატებით ტაიმებში გუნდებმა ერთმანეთის კარში თითო-თითო ბურთი გაიტანეს, საბოლოოდ კი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც უფრო ძლიერი ლიონელ სკალონის გუნდი აღმოჩნდა და შესაბამისად, არგენტინამ ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.

შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც ესწრებოდა, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიალზეც მიიღო მონაწილეობა და კილიან მბაპესთანაც მოასწრო გასაუბრება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პირველმა პირმა მბაპესთან დიალოგის დეტალები გაამხილა და შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

რა თქვა მაკრონმა:

პირველი ტაიმის მიწურულს ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება შევძელით, რაც მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია. დიდი ძალისხმევით ვიბრძოლეთ. მბაპემ რაღაც წარმოუდგენელი გააკეთა, თუმცა ეს მთელი გუნდის დამსახურებაა.

ვნება და ემოცია დაგვიბრუნდა, გუნდსაც უსაზღვრო რწმენა მიეცა. დამატებით ტაიმებში კიდევ ერთი სასწაული მოვახდინეთ, გვქონდა მატჩ-პოინტიც.

მბაპე დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ის მხოლოდ 24 წლისაა. მას ეს შევახსენე. ის ამ ტურნირის ბომბარდირი გახდა, ფინალში გავიდა, გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი გამარჯვებული გახდა.

მეც ისეთივე მოწყენილი ვიყავი, როგორც ის. ვუთხარი, რომ მისით ვამაყობდი და მხოლოდ საფეხბურთო მატჩი წავაგეთ. სამწუხაროდ, სპორტი ასეთია.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის წინააღმდეგ მბაპემ ჰეთთრიკი შეასრულა და 1966 წლის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის ფინალში სამი გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანაკრებო კარიერის დასრულებას არ ვაპირებ“ - მესი ფინალის შემდეგ
„სანაკრებო კარიერის დასრულებას არ ვაპირებ“ - მესი ფინალის შემდეგ