კილიან მბაპე, გარი ლინეკერი
Aa
Aa

ლინეკერი: თუ მბაპე ფინალში ჰეთ-თრიკს არ შეასრულებს, ოქროს ბურთი მესისაა

გარი ლინეკერმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლეო მესის და კილიან მბაპეს დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ლინეკერი ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად მესის ასახელებს, თუმცა ამბობს რა შემთხვევაში მიიღებს ჯილდოს მბაპე.

„თუ მბაპე ფინალში ჰეთ-თრიკს ან რაიმე განსაკუთრებულს არ გააკეთებს, მაშინ ვფიქრობ, რომ მესი ოქროს ბურთს მოიგებს. რაც შეეხება ოქროს ბუცს, ყველაფერი კარგადაა - ერთ გოლს შეუძლია ბრძოლა გადაწყვიტოს ან მესის სასარგებლოდ, ან მბაპეს სასარგებლოდ.

ვფიქრობ, მესი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ იქნება აღიარებული, რაც არ უნდა მოხდეს, მისი გამოსვლების სტაბილურობის გათვალისწინებით. მბაპემ შესანიშნავი თამაშები ჩაატარა, მოგვცა ჯადოსნური მომენტები, მაგრამ არც ისე ბევრი, როგორც მესიმ, და რა თქმა უნდა, არა მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში.

მბაპემ მაროკოს წინააღმდეგ მეორე გოლისას ჯადოქრობა აჩვენა, მესიმ კი წარმოუდგენელი რაღაცები მთელი ტურნირის განმავლობაში აკეთა“,

- ამბობს ლინეკერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 ლარი და 16 თეთრი საათში - ქართული ფაბრიკა, სადაც პოპულარული ნაკრებების ფორმები იკერება
1 ლარი და 16 თეთრი საათში - ქართული ფაბრიკა, სადაც პოპულარული ნაკრებების ფორმები იკერება