პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“ფეხბურთელები არ მყავს“ - გუარდიოლა უკმაყოფილოა

მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. გასარკვევი მხოლოდ ჩემპიონის ვინაობაა. საინტერესოა, რომ საკლუბო ფეხბურთი ძალიან მალე ბრუნდება. მაგალითად, 22 დეკემბერს ინგლისში EFL Cup-ზე დიდი დაპირისპირებაა. „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ შეხვდება.

ახალი არავისთვის არის, რომ გუარდიოლას მუნდიალის ზამთარში ჩატარების იდეა არ მოსწონდა და ამას არც ახლა მალავს. მანჩესტერულმა გრანდმა ამხანაგური მატჩი გამართა „ჟირონას“ წინააღმდეგ და 2:0 გაიმარჯვა. თამაშის დასრულების შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

გუარდიოლა:

„ამჟამად პირველი გუნდიდან მხოლოდ 4-5 მოთამაშე მყავს. ვნახოთ როგორ კონდიციებში დაბრუნდებიან სხვები. რეალურად, ფეხბურთელები არ მყავს.. სულ მალე კი „ლივერპულს“ ვეთამაშებით. ფეხბურთის „დიდმა მოაზროვნეებმა“ სამწუხაროდ ასე გადაწყვიტეს. საბედნიეროდ, ამ დღეებში სხვა ფეხბურთელები დაბრუნდებიან, მაგრამ მათ დასვენება სჭირდებათ.“

შეგახსენებთ, რომ EFL Cup-ზე „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება 22 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები