„საკმაოდ რეალური ვარიანტი იყო“ - ვან პერსი ბარსელონაში ჩაშლილ ტრანსფერზე
ნიდერლანდების ნაკრების ექსფეხბურთელმა, რობინ ვან პერსიმ SEG Stories-თან ინტერვიუში „ბარსელონაში“ არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.
რას ჰყვება ვან პერსი:
„ბარსელონაში“ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. 2015 წელს, როდესაც „ფენერბაჰჩეში“ რამდენიმე თვის გადასული ვიყავი, აგენტმა მითხრა, რომ „ბარსელონა“ ჩემს კანდიდატურას განიხილავს. მაშინ ეს საკმაოდ რეალური ვარიანტი იყო.
გარკვეული დროის შემდეგ აგენტმა ისევ დამირეკა და მითხრა, რომ ტრანსფერი არ შედგება - ყველაფერი ჩაიშალა. მე მაშინ ძალიან მინდოდა „ბარსელონაში“ გადასვლა.
ცნობისთვის, „ფეიენოორდში“, „არსენალსა“ და მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშის შემდეგ ვან პერსი 2015 წელს „ფენერბაჰჩეს“ შეუერთდა, 2018 წელს კი ისევ „ფეიენოორდში“ დაბრუნდა. ამჟამად ექსფეხბურთელი „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელია.