ტომას მიულერი
Aa
Aa

მიულერი კარიერას MLS-ში გააგრძელებს | რომანო

ტომას მიულერი „ვანკუვერ უაითკეპსში“ გადადის. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის ცნობით, გარიგება უკვე მიღწეულია და 35 წლის გერმანელი აგვისტოში 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ტომასმა მიუნხენის „ბაიერნი“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტის ამოწურვისთანავე დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

გეტყვით ასევე, რომ მიულერი 2000 წელს ბაიერნის აკადემიაში ჩაირიცხა, ხოლო პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობდა.

მან ყველა ტურნირზე ერთად 742 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 247 გოლი გაიტანა და 273 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება მის ტიტულებს, ტომასმა რეკორდმაისტერთან ერთად 12 ბუნდესლიგა, 6 გერმანიის თასი, 7 გერმანიის სუპერ თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა და 2 ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოზე გასვლა რთული იქნება“ | ჩაკვეტაძემ უოტფორდზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
„მსოფლიოზე გასვლა რთული იქნება“ | ჩაკვეტაძემ უოტფორდზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა