ხორვატია
Aa
Aa

მაროკო დამარცხებულია - ხორვატიამ მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა

მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დღეს, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ხორვატია და მაროკო დაუპირისპირდნენ. ზლატკო დალიჩის გუნდმა 2:1 მოიგო და ისტორიაში მეორედ დაიკავა მუნდიალზე მესამე ადგილი.

გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული დაპირისპირება იხილეს. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა უფრო სახიფათო ხორვატები იყვნენ. ანგარიში მე-7 წუთზე იოსკო გვარდიოლმა გახსნა. ახალგაზრდა მცველმა ეფექტური გოლი გაიტანა.

ხორვატების სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. გოლიდან ზუსტად 2 წუთში დარიმ წონასწორობა აღადგინა. 42-ე წუთზე, ორშიჩმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გოლი გაიტანა და ხორვატია დააწინაურა.

მეორე ტაიმი შედარებით მოსაწყენი გამოდგა. ბურთი ძირითადად ცენტრში ტრიალებდა და უფრო მეტს მაროკო აქტიურობდა. რეგრაგის შეგირდების აქტიურობამ შედეგი არ გამოიღო. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ ხორვატიამ 2:1 გაიმარჯვა და დალიჩის შეგირდები ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია ნახევარფინალში არგენტინასთან დამარცხდა, ხოლო მაროკო საფრანგეთთან. ფინალური დაპირისპირება კი 18 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია - საფრანგეთმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია - საფრანგეთმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა