Sport: ინიგო მარტინესი მალე "ბარსაში" ჩაირიცხება!
სანამ ყველა „ბარსელონაში“ ნეიმარის შემცვლელის პოტენციურ ტრანსფერზე საუბრობს, დიდი შანსია, გუნდმა სხვა გარიგება გააოფიციალუროს და „სოსიედადიდან“ 26 წლის ცენტრალური მცველი ინიგო მარტინესი დაიმატოს.
გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით პროგრესირებს და რაც ყველაზე მთავარია, „ნოუ კამპზე“ გადასვლაზე თავად ფეხბურთელიც თანახმაა.
მარტინესის გამოსასყიდი თანხა 32 მილიონი ევროა, რომლის გადასახდელადაც „ბარსა“ მზადყოფნას გამოთქვამს.
ინიგო მარტინესი ბოლო წლებში „სოსიედადის“ ძირითადის უცვლელი წევრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მან ლა ლიგის გასულ სეზონში, 34 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.