კილიან მბაპე, კატარი 2022, დემიენ დაფი
Aa
Aa

„მბაპე იმისთვისაც კი არ გამოდგება, რომ მესის ბუცებზე თასმები შეუკრას“

ვეტერანი ირლანდიელი ფეხბურთელი დემიენ დაფი თვლის, რომ ლიონელ მესის და კილიან მბაპეს შედარება შეუსაბამოა.

„მესიმ თავისი საუკეთესო ფეხბურთი მაშინ ითამაშა, როცა 23, 24, შესაძლოა 25 წლის იყო. მბაპე კი იმისთვისაც არ არის საკმარისად კარგი და ვერ გამოდგება, რომ ლეოს ბუცებზე თასმები შეუკრას.

მბაპე ჯერ მასთან ახლოსაც არ არის. აი რა მაგარი იყო მესი. სწორედ ამაზე ვლაპარაკობ. მისი საუკეთესო ვერსია, როდის იყო? როდესაც ის 23, 24 წლის იყო. მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“,

- ციტირებს დაფის სიტყვებს Mirror-ი.

აურელინ ჩუამენი საუკეთესოდ მბაპეს მიიჩნევს

საფრანგეთის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ტეო ერნანდესმა ფინალში გასვლის შემდეგ, კილიან მაბპეს მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე უწოდა.

„გრიზმანმა თქვა, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია? ჩემთვის საუკეთესო მბაპეა და მინდა, რომ მან მომდევნო თამაშში ეს დაამტკიცოს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან მაგარი მომენტი - არგენტინელი ჟურნალისტის მესიჯი მესის
ძალიან მაგარი მომენტი - არგენტინელი ჟურნალისტის მესიჯი მესის