თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ოლიმპიაკოსი
Aa
Aa

შენგელია დაბრუნდა - ვირტუს ბოლონია ოლიმპიაკოსთან განადგურდა

ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და უშანსოდ 71:117 განადგურდა. აღნიშნული დაპირისპირება იმით იქცევდა ყურადღებას, რომ მთავარმა მწვრთნელმა თორნიკე შენგელია განაცხადში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა 15 ნოემბერს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობისას მიიღო და მას შემდეგ პარკეტზე არ გამოსულა.

თორნიკე სასტარტო ხუთეულში არ მოგვევლინა და თამაშში ცვლილებაზე ჩაერთო. შენგელიამ პარკეტზე 19 წუთი და 45 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს კაპიტანმა 9 ქულა 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, იტალიური კლუბი განადგურდა. „ვირტუსს“ 12 ქულით და 1 მოხსნით ჯორდან მიკიმ ულიდერა. საბოლოო ჯამში, „ბოლონიამ“ მატჩი ჩააგდო და უშანსოდ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს კი 14 დეკემბერს „ალბა ბერლინის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თხილამურებით სრიალისას ნოიერმა ფეხი მოიტეხა და სეზონი დაასრულა
თხილამურებით სრიალისას ნოიერმა ფეხი მოიტეხა და სეზონი დაასრულა