ფრენკი დე იონგი, კატარი 2022
Aa
Aa

დე იონგი მსაჯს აკრიტიკებს: შესაძლოა მესის სიდიადემ მასზე იმოქმედა

ფრენკი დე იონგმა არგენტინასთან მატჩის არბიტრი მატეუ ლაოსი გააკრიტიკა, რომელმაც ჯამში ფეხბურთელებს 15 ყვითელი ბარათი უჩვენა და მსოფლიო ჩემპიონატების ანტირეკორდი დაამყარა.

„როგორც კი ძირითადი დრო დასრულდა, არგენტინელები მსაჯთან მივიდნენ. ამის შემდეგ ის მხოლოდ არგენტინის სასარგებლოდ უსტვენდა. ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია!

ის კარგი ადამიანია, კარგი მსაჯი. მაგრამ აქ გონების ხმას არ უსმენდა.

ვფიქრობ, ის დამატებით დროში თავის თავს აღარ ჰგავდა. შესაძლოა მესის სიდიადემ მასზე იმოქმედა. ეს არ არის მსაჯის ბრალი, მაგრამ ამან მატჩზე იმოქმედა.

როცა გავათანაბრეთ დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაშსაც მოვიგებდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებოდით“,

- განაცხადა დე იონგმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: „ასეთ მატჩებში ამ მსაჯის დანიშვნა არ შეიძლება, ხორვატია კარგი გუნდია“
მესი: „ასეთ მატჩებში ამ მსაჯის დანიშვნა არ შეიძლება, ხორვატია კარგი გუნდია“