კრიშტიანუ რონალდუ, მესუთ იოზილი, კატარი 2022
Aa
Aa

იოზილი: არ მესმის საიდან მოდის ამხელა ნეგატივი რონალდუს მისამართით

მესუთ იოზილმა კრიშტიანუ რონალდუ დაიცვა. „რეალის“ ყოფილი ათიანი აღშფოთებულია იმით, თუ როგორ აკრიტიკებენ მის ყოფილ თანაგუნდელს.

„მე ნამდვილად არ მესმის, თუ საიდან მოდის ეს მუდმივი ნეგატივი კრიშტიანოს მისამართით... მედია მხოლოდ დაწკაპუნებისა და რეიტინგის მოპოვებას ცდილობს, ხოლო ექსპერტებს, რომელთა კარიერაც უკვე წარსულშია, უბრალოდ მისის ახელის ხარჯზე ყურადღების მიპყრობა სურთ.

ის დაახლოებით 38 წლისაა. რა არის გასაკვირი იმაში, რომ რონალდუს სეზონში 50 გოლის გატანა აღარ შეუძლია? ქომაგებს უნდა უხაროდეთ, რომ 20 წელია უმაღლესი დონის მოთამაშეს უყურებენ. არ მგონია ახალი თაობის რომელიმე ფეხბურთელმა მისი მიღწევები გაიმეოროს.

ყველამ მეტი პატივი უნდა სცეს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სპორტსმენს“,

- განაცხადა იოზილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფერდინანდი: ეს ინგლისის ნაკრების საუკეთესო ვერსიაა
ფერდინანდი: ეს ინგლისის ნაკრების საუკეთესო ვერსიაა