ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„მოკეტე, თორემ სახეს აქვე დაგილეწავ“ - თოფურია პიმბლეტს დაუპირისპირდა

კვირას გამთენიისას UFC-ში მორიგი ქარდი შედგება. ჩვენს ყურადღებას ილია თოფურიასა და ბრაის მიტჩელის ორთაბრძოლა იწვევს. დღეს ბრძოლების წინა პრესკონფერენციები გაიმართა, სადაც ტრადიციულად დაძაბულობა და გაწევ-გამოწევები ვიხილეთ.

მზერითი დუელისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ, თოფურიამ მიტჩელს რაღაც უთხრა და ამერიკელი წყობიდან გამოიყვანა. საბოლოოდ, სიტუაცია დანა უაითმა დაამშვიდა.

პრესკონფერენციაზე განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრიტანელი პედი პიმბლეტისა და ილია თოფურიას დაპირისპირება გახდა. მათი „სიტყვიერი ომი“ ახალი ამბავი არ არის. გამონაკლისი არც ამჯერად ყოფილა.

„მოკეტე! ჩემთან ლაპარაკი გინდა?! შენს სამშობლოში ჩამოვედი და ჩემგან სახეში მოგხვდა. შემიძლია შენს ქუჩებში მეფესავით ვიარო. ხმა ჩაიწყვიტე, თორემ სახეს აქვე დაგილეწავ!“

- უყვიროდა თოფურია პიმბლეტს.

პიმბლეტის პასუხი ირონიული იყო:

„ეს ბიჭი გადამეკიდა. ის სოცქსელებში სულ მწერს. ის აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს და როგორ უნდა შემაშინოს? მას ჯუჯის სინდრომი აქვს“.

საბოლოოდ, ფეხზე წამომდგარი და პიმბლეტისკენ გაწეული თოფურია დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს და სიტუაცია მეტად აღარ გამწვავებულა.

თოფურიამ პიმბლეტს მიტჩელთან ბრძოლის წინა პრესკონფერენციაზეც შეუტია:

„როდესაც ბოლოს ორი დღის წინ სასტუმროში მას შევხვდი, იგი უკანა კარიდან გაიყვანეს, ჰოტელში არც კი შემოსულა. რატომ? იმიტომ, რომ მას ეშინია. ასე რომ შევეცი მას... თუ ვიღაც ჩემს თავიდან არიდებას აპირებს, რა შემიძლია გავაკეთო?“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია“ - მორიგი სკანდალი კატარში
„სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია“ - მორიგი სკანდალი კატარში