ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

თოფურია: „პიმბლეტს სახეს სიამოვნებით დავუნგრევ, მიტჩელს პირველ რაუნდში დავაძინებ“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია Knockout Radio-ს სტუმარი იყო და ბრაის მიტჩელთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ პედი პიმბლეტიც ახსენა და განაცხადა, რომ თუ შანსი მიიღო, ლივერპულელს სახეს სიამოვნებით დაუნგრევს.

მიტჩელთან ჩხუბზე

„ვიღაც დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსს დაკარგავს და ეს მე არ ვიქნები. ჩემი წაგებების გრაფაში ნული აუცილებლად დარჩება. ჩემთვის ეს ჩხუბი ძალიან ბევრს ნიშნავს და დასტურია იმისა, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ. ქომაგებს ვურჩევ, პირველი რაუნდი არ გამოტოვონ, რადგან მეორე არ იქნება. ბრაისს დავაძინებ“.

პედი პიმბლეტზე

„მან ბოდიში მოიხადა, მაგრამ მაინც არ მომწონს. თუ მომავალში მასთან ჩხუბს შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი. მას სახეს სიამოვნებით დავუნგრევ. მთლიანად ჩემს ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული. მთელი ყურადღება ბრაის მიტჩელზე მაქვს გადატანილი და ის სოკო არ მაინტერესებს“.

ცნობისთვის, „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა. პიმბლეტს რაც შეეხება, იგი ჯარედ გორდონს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ქართველი UFC 4-ში - გიგას გარდა, მერაბითაც შეგიძლიათ თამაში
კიდევ ერთი ქართველი UFC 4-ში - გიგას გარდა, მერაბითაც შეგიძლიათ თამაში