კატარი 2022
Aa
Aa

ყველაფერი გაირკვა - ესპანეთთან იაპონელთა გოლი წესების დაცვით გავიდა

იაპონიის მიერ ესპანელთა კარში გატანილმა გოლმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ბევრი დღემდე ამ ბურთს უსამართლოდ ჩათვლილად მიიჩნევს.

საბოლოოდ, FIFA-მ ვითარების განსამუხტად და ყველაფრისთვის ნათელის მოსაფენად ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც განმარტებაც დაურთო.

კადრებში კარგად ჩანს, რომ მატჩისას ნაჩვენები რაკურსი მატყუარა იყო და რეალურად, ბურთის ნაწილი ხაზს ეხება. გოლი სრულიად სამართლიანად იქნა ჩათვლილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამ ეპიზოდზე ძალიან დიდი კრიტიკა იყო. ექსპერტები, ქომაგები და ჟურნალისტები მსაჯებს აკრიტიკებდნენ, რადგან იმ მომენტში არსებული რაკურსის მიხედვით, ბურთი მართლაც გადასული ჩანდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ისტორიულმა გოლმა იაპონიას ჯგუფში პირველი ადგილი გაუნაღდა და მერვედფინალში ხორვატიას შეხვდება. ესპანეთი კი მაროკოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახალისო იყო“ - ლევანდოვსკიმ მესისთან საუბრის დეტალები გაამხილა
„სახალისო იყო“ - ლევანდოვსკიმ მესისთან საუბრის დეტალები გაამხილა