"რომა" და მაჰრეზი გადაწყვეტილია?
BeIN Sports-ისა და Sportitalia-ს მტკიცებით, „რომა“ და „ლესტერი“ რიად მაჰრეზის ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.
BeIN SPports-ი წერს, რომ ალჟირელი ფეხბურთელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაივლის, ხოლო Sportitalia სატრანსფერო ფასს ასახელებს და აღნიშნავს, რომ „ჯალოროსის“ 35 მილიონი ევროსა და დაახლოებით 5 მილიონის ოდენობის ბონუსების გაღება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბისთვის მოჰამედ სალაჰის შეცვლის მთავარ კანდიდატად სწორედ მაჰრეზი ითვლება, სათადარიგო ვარიანტებად კი სამირ ნასრი და მუნირ ელ ჰადადი მოიაზრებიან.