ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

IL Mattino: “ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივების პროცედურა დაჩქარდა“

ახალი არავისთვის არის, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს და კლუბი ამაზე უკვე მუშაობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემა IL Mattino ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

რას წერს IL Mattino?

„კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების პროცედურა დაჩქარებულია. კლუბმა მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ქართველი ფეხბურთელი არც ახლა და არც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ გაიყიდება.

„ნაპოლი“ ზრუნავს იმაზე, რომ კვარაცხელიას ხელფასი გაეზარდოს სხვა ფეხბურთელების მსგავსი ჰქონდეს. ამ დროისთვის მისი ანაზღაურება 1.7 მილიონი ევროა, მაგრამ დე ლაურენტისი სეზონის დასრულებამდე ხელფასს აუცილებლად გაუზრდის“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა და რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ლივერპულის“ წინააღმდეგ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კამერუნელ ფეხბურთელს ბუცებზე რუსეთის დროშა ჰქონდა - ფიფა პრობლემას ვერ ხედავს
კამერუნელ ფეხბურთელს ბუცებზე რუსეთის დროშა ჰქონდა - ფიფა პრობლემას ვერ ხედავს