მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
დანია ფიფას ტოვებს?
დანია ფიფას ტოვებს?
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია
გუარდიოლა სიტიში დარჩა
გუარდიოლა სიტიში დარჩა
ანრის რეკორდი გაიმეორა
ანრის რეკორდი გაიმეორა
რონალდუ წავიდა
რონალდუ წავიდა
მესის მატჩისშემდგომი კომენტარი
მესის მატჩისშემდგომი კომენტარი
დიდი სენსაცია!
დიდი სენსაცია!
ახალი რეკორდი
ახალი რეკორდი
მესი მზად არის
მესი მზად არის
One Love სამკლავური მუნდიალზე არ იქნება
One Love სამკლავური მუნდიალზე არ იქნება
ჟუნინიო: ნეიმარმა სიღარიბის ზღვარზე მყოფ 150 მილიონ ბრაზილიელს უღალატა
Aa Aa
23 ნოემბერი 2022  |  18:21

ჟუნინიო: ნეიმარმა სიღარიბის ზღვარზე მყოფ 150 მილიონ ბრაზილიელს უღალატა

ჟუნინიო პერნამბუკანომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და ბრაზილიის საზოგადოების განწყობის კავშირზე ისაუბრა.

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ასევე ნეიმარსაც შეეხო და ის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„ბოლო დღეებში ჩვენ დავინახეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება. და ბრაზილიისთვის მას ასევე აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა.

მსოფლიო ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ლულა და სილვამ ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა. ქვეყანამ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ.

ბოლსონაროს მმართველობამ ბრაზილიის საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია. ამაზე კიდე უფრო უარესი კი ის გახლდათ, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი ნეიმარი ბოლსონარუს მხარდამჭერი იყო და 150 ბრაზილიელს ზურგი აქცია. მან სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანებს უღალატა.

ცხადია, ნეიმარმა დაივიწყა თავისი ფესვები და დაკარგა კავშირი იმ ხალხთან, ვინც მას მუნდიალის განმავლობაში გაახარებს. ეს ძალიან სამწუხაროა.

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, რაც საზოგადოებაში არეულობას იწვევს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობს უკეთესის იმედი, რადგან ბრაზილიაში ბევრი ეროვნულ გუნდს მხარს უჭერს და იმედოვნებს, რომ წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატი ერს გაერთიანებაში დაეხმარება“,

- წერს ჟუნინიო.

ჟუნინიო ნეიმარს ადრეც აკრიტიკებდა

ჟუნინიომ რამდენიმე წლის წინ, ნეიმარი პსჟ-ში გადასვლისთვის ასე გააკრიტიკა:

„ბრაზილიაში ბავშვობიდან მხოლოდ ფულზე ფიქრს გვასწავლიან, ევროპაში კი ხალხს საერთოდ სხვა მენტალიტეტი აქვს. მასწავლიდნენ, რომ იქ უნდა წავსულიყავი, სადაც მეტს გადამიხდიდნენ. ეს ბრაზილიური გზა გახლავთ.

ნეიმარის მაგალითი ავიღოთ. ის პსჟ-ში მხოლოდ ფულის გამო გადავიდა. პარი სენ-ჟერმენმა ყველაფერი გააკეთა, რაც ნეიმარმა მოისურვა, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ახლა მას კონტრაქტის ამოწურვამდე კლუბიდან წასვლა სურს. არადა, ის დროა, პსჟ-ს აჩვენოს, რომ მადლიერია.

ნეიმარმა მოედანზე მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და ერთგულება, პასუხისმგებლობა და ლიდერის თვისებები გამოავლინოს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ბრაზილიის მმართველ წრეებში სიძუნწეა გავრცელებული, ქვეყნის მართვა ამაზეა დაფუძნებული და ყოველთვის უფრო და უფრო მეტი ფული სურს.

აუცილებელია განვასხვავოთ ნეიმარი-ფეხბურთელი და ნეიმარი-ადამიანი. როგორც ფეხბურთელი ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში შედის და რონალდუსა და მესის დონეზე იმყოფება. სწრაფია, ძლიერია, გოლების გატანა კარგად გამოსდის და საგოლე გადაცემების გაკეთებაც ეხერხება. თუმცა ვთვლი, რომ როგორც ადამიანი, ის დამნაშავეა. მას პროგრესირება და საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა მართებს. ამჟამად კი, მხოლოდ იმას, აკეთებს რაც ცხოვრებამ ასწავლა“.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 000 ევრო - რონალდუ დასაჯეს
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 000 ევრო - რონალდუ დასაჯეს