თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ვალენსიასთან საეჭვოა - შენგელიამ ნაკრებში ტრავმა მიიღო

საქართველოს ნაკრებისა „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ტრავმირებულია. 30 წლის კალათბურთელმა დაზიანება საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირებაში მიიღო, რომელიც ჩვენმა გუნდმა 1 ქულის სხვაობით, 84:85 დათმო.

იტალიური გამოცემა BasketUniverso-ს ცნობით, შენგელიას ტერფი აქვს დაზიანებული და დიდი ალბათობით დღეს, ევროლიგის მატჩში „ვალენსიას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. თუმცა, თოკოს დაზიანება სერიოზული არ არის და ქართველი კალათბურთელი გუნდს უახლოეს დღეებში სრული დატვირთვით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ აგვისტოს ბოლოს ლავიწის ძვალი მოიტეხა, რის გამოც 2 თვე გაუცდა. 30 წლის კალათბურთელი პარკეტს ნოემბრის დასაწყისში დაუბრუნდა და რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თოკოს კაპიტნობით, საქართველოს ნაკრებმა 11 ნოემბერს, სტუმრად ისლანდია 88:85 დაამარცხა, 14 ნოემბერს კი თბილისი არენაზე იტალიასთან 84:85 დამარცხდა.

ისლანდიის წინააღმდეგ, თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო და მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა - 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი - სანდრო მამუკელაშვილის 18 ქულა G ლიგაში
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი - სანდრო მამუკელაშვილის 18 ქულა G ლიგაში