გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის მშრალი მატჩი - ვალენსიამ ბეტისს მოუგო

ლა ლიგის მე-14 ტურში „ვალენსიამ“ „ბეტისს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ტრადიციულად გიორგი მამარდაშვილი სასტარტოში იმყოფებოდა და კარს დამაჯერებლად იცავდა. შეხვედრის სცენარიდან გამომდინარე ქართველ გოლკიპერს ბევრი საქმე არ ჰქონია.

პირველ ტაიმში გუნდებმა გახსნილი და შემტევი ფეხბურთი ითამაშებს. გატანა ორივე გუნდს შეეძლო. სტუმრებმა 37-ე წუთზე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა მამარდაშვილმა თავისი გუნდი გადაარჩინა.

მეორე ტაიმში 61-ე წუთზე „ბეტისი“ 10 კაცით დარჩა. გაძევებისთვის დანიშნული ჯარიმა 63-ე წუთზე ალმეიდამ გოლად აქცია და „ვალენსია“ დაწინაურდა.

81-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი უგო გილამონმა გოლად აქცია.

„ღამურებმა“ შეხვედრას წერტილი 93-ე წუთზე დაუსვეს. გოლის ავტორი კლუივერტი გახდა.

ამრიგად, ჯენარო გატუზოს გუნდმა ბოლო 6 შეხვედრაში პირველი გამარჯვება გაიფორმეს და მოგების გემო გაიხსენეს. „ლოს ჩე“ 19 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აღიარება სიკვდილის წინ? ფულზე გაყიდული ფეხბურთი - ბლატერის სკანდალური ინტერვიუ
აღიარება სიკვდილის წინ? ფულზე გაყიდული ფეხბურთი - ბლატერის სკანდალური ინტერვიუ