კარლოს ალკარასი
Aa
Aa

შემაჯამებელ ტურნირს გამოტოვებს - ალკარასი ტრავმირებულია

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა კარლოს ალკარასმა გადაწყვიტა, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირზე არ იქნება. ამის შესახებ, ესპანელმა ჩოგბურთელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

რას წერს ალკარასი?

„გუშინდელი ჩემი წაგების შემდეგ, სამედიცინო პერსონალმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა. ეს ყველაფერი ჩემი ტრავმის შედეგია. მუცლის მარცხენა კედელში კუნთის ირიბი რღვევა დამიდგინდა. რეაბილიტაციას დაახლოებით 6 კვირა დასჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ ალკარასმა 2022 წლის საჩოგბურთო სეზონი 57 მოგებით და 13 მარცხით დაასრულა. 12 სექტემბერს, ესპანელი ჩოგბურთელი ATP-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ნომერი გახდა.

კარლოსმა მიმდინარე წელს 5 მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო, მათ შორის მადრიდის და მაიამის მასტერსი. ალკარასმა ასევე კარიერაში პირველი დიდი სლემის მოგება შეძლო. 19 წლის ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობაზე გაიბრწყინა. ესპანელს შემაჯამებელ ტურნირზე ტეილორ ფრიცი ჩაანაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოლეს ღირსეული ჟესტი - ასაკოვან ქალბატონს ბარგის გადატანაში დაეხმარა
ნოლეს ღირსეული ჟესტი - ასაკოვან ქალბატონს ბარგის გადატანაში დაეხმარა