ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

„მე შევაჩერებ ხვიჩას“ - გასპერინის ოპტიმისტური მოლოდინი

„ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებაში დარწმუნებულია. იტალიელი სპეციალისტი კვარაცხელიას შეჩერებას რაფაელ ტოლოითა და ჰანს ჰატებურით გეგმავს. რაფაელ ტოლოი მარჯვენა ცენტრალური მცველია, ხოლო ჰატებური მარჯვენა ფლანგზე მოქმედებს. მეტწილად ჰატებური-კვარაცხელიას დაპირისპირებას ვიხილავთ, ტოლოი კი ხვიჩას განეიტრალებაში თანაგუნდელს დაეხმარება.

იტალიურ მედიაში გასპერინის შემდეგი სიტყვები გამოქვეყნდა: „მე შევაჩერებ ხვიჩას. „ნაპოლის“ კვარაცხელია ტოპ ჩემპიონატიდან არ დაუმატებია, თუმცა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ექსტრაორდინალური მოთამაშეა. იდეები უფრო მეტი ღირს, ვიდრე ფული“.

სერია ა-ს მე-13 ტურში „ნაპოლი“ ბერგამოში „ატალანტას“ ესტუმრება. შეხვედრა 5 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ „კვარაზე“ დაწერა და განაცხადა, რომ მას ევროპული ფეხბურთის გრანდები აკვირდებიან. მისი თქმით, „რეალმა“, „ლივერპულმა“, „ტოტენჰემმა“, „ჩელსიმ“ და „სიტიმ“ ხვიჩას დასაკვირვებლად იტალიაში სკაუტები გაგზავნეს, თუმცა „ნაპოლი“ მის გასხვისებას არ აპირებს და მას საკვანძო ფეხბურთელის სტატუსი აქვს.

ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლის“ 32 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას გრაფიკი და მოქმედებები კარგად შეისწავლეს“ - IL Mattino ძარცვაზე წერს
„ხვიჩას გრაფიკი და მოქმედებები კარგად შეისწავლეს“ - IL Mattino ძარცვაზე წერს