გიორგი მიქაუტაძე, ბექა მიქელთაძე, დავით ვოლკოვი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, დავით სხირტლაძე, ირაკლი რუხაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე სენტ. ეტიენთან გამოირიცხა - პრობლემური პოზიცია ეროვნულ ნაკრებში

„მეცის“ ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეს ტრავმირებულია. საფრანგეთის თასზე „რაონ-ლ'ეტაპთან“ მატჩის მიწურულს ქართველი ფორვარდი იძულებული გახდა, ტრავმის გამო, მინდორი დაეტოვებინა. მას შემდეგ მიქაუტაძეს არ უვარჯიშია და ლიგა 2-ის შემდეგ ტურში „სენტ. ეტიენთან“ შეხვედრას გამოტოვებს. უცნობია, რა სახისა და რა სიმძიმის ტრავმა მიიღო.

აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ საგოლე პასი შეასრულა და გოლი გაიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საუკეთესო ფორმაშია. მას ლიგა 2-ის უკანასკნელ ექვს შეხვედრაში გოლი არ გაუტანია. გარდა ამისა, ხსენებული კლუბი „რაონ-ლ'ეტაპი“ სამოყვარულო დონისაა, რანგით მე-5 ლიგაში თამაშობს.

21 წლის ფორვარდმა ლიგა 2-ის საწყის ექვს შეხვედრაში 4 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ლიგა 2-ის მე-6 ტურში, 30 აგვისტოს, მიქაუტაძემ „როდეზთან“ დუბლი შეასრულა და 1 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს, თუმცა მას შემდეგ ლიგა 2-ში ექვსი მატჩი ჩაატარა, არც გოლი გაუტანია, არც საგოლე პასი შეუსრულებია, საუკეთესო ფორმისგან შორსაა.

პრობლემური პოზიცია ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფორვარდის პოზიცია პრობლემურია. გარდა მიქაუტაძის საკითხისა, ცნობილი ინციდენტის შემდეგ „მოლ ფეჰერვარმა“ ზივზივაძე მეორე გუნდში დააქვეითა, 10 ოქტომბრის შემდეგ ბუდუს პირველ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, სარეზერვო გუნდშია და ოფიციალურ მატჩებს მეორე გუნდში ატარებს.

აპოელ-ის ქართველ ფორვარდს, გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში გოლი არ გაუტანია, ერთადერთი გოლი კვიპროსის თასზე შეაგდო.

„ზირას“ ფორვარდმა დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის 13 შეხვედრაში 3 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მან მესამე გოლი 30 ოქტომბერს „გაბალასთან“ გაიტანა, მეორე ტაიმის მე-3 დამატებულ წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდო. ამ ეტაპზე უცხოეთში მოთამაშე ლეგიონერებიდან ყველაზე კარგ ფორმაში დავით ვოლკოვია. მოსალოდნელია, რომ ვილი სანიოლმა მაროკოსთან ამხანაგური შეხვედრისთვის ეროვნულ ნაკრებში დააბრუნოს.

შესაძლოა, ეროვნულ ნაკრებში ბექა მიქელთაძე ვიხილოთ, ავსტრალიის ჩემპიონატი ახლახან დაიწყო, ქართველმა თავდამსხმელმა ორ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფორვარდებს, „სამგურალის“ ფორვარდმა ირაკლი რუხაძემ 13 გოლი გაიტანა, კარგ ფორმაშია და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჯოვინო ფლამარიონს (17) ჩამორჩება. „საბურთალოს'' თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 12 გოლი გაიტანა. მას ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, ისევე როგორც თბილისის „დინამოს“ კაპიტან დავით სხირტლაძეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკვანძო პასების სტატისტიკა - ჩაკვე კონფერენს ლიგაზე საუკეთესოა
საკვანძო პასების სტატისტიკა - ჩაკვე კონფერენს ლიგაზე საუკეთესოა