ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე ითამაშებს - მისი მეტოქე მალე გაირკვევა

31 ოქტომბერს, პარიზის მასტერსი დაიწყება და ტურნირზე ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ვიხილავთ. დღეს, ძირითადი და საკვალიფიკაციო ბადეების წილისყრა გაიმართა და ბასილაშვილის პირველი მეტოქე კვალიფიკაციის გამარჯვებული იქნება, რომლის ვინაობაც მალე გაირკვევა.

პარიზის მასტერსზე მსოფლიოს ყველა წამყვანი ჩოგანი იასპარეზებს. პირველი რაუნდის დაძლევის შემთხვევაში, ნიკოლოზი მარინ ჩილიჩსა და ლორენცო მუზეტის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება, ხოლო მე-3 რაუნდში, სავარაუდოდ, მე-3 ნომრად განთესილ კასპერ რუდს შეხვდება.

პარიზის მასტერსზე პირველ ნომრად კარლოს ალკარასია განთესილი, რომელიც საწყის რაუნდში დაისვენებს. ასევე, მეორე რაუნდიდან ჩაერთვება რაფა ნადალი. ესპანელი ლეგენდა ბაუტისტა აგუტსა და ტომი პოლს შორის საუკეთესოს შეხვდება. იგივე მდგომარეობაშია ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბი მეორე რაუნდში მაქსიმ კრესისა და დიეგო შვარცმანის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ პარიზის მასტერსის წლევანდელი გათამაშება საიუბილეო, 50-ეა და მისი საპრიზო ფონდი 5 415 410 ევროა. მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახლავთ და ფინალური დაპირისპირება 6 ნოემბერსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარადონას „მემკვიდრე“ - Relevo-ს მაგარი სტატია ხვიჩაზე და ნაპოლიზე
მარადონას „მემკვიდრე“ - Relevo-ს მაგარი სტატია ხვიჩაზე და ნაპოლიზე