ბექა ღვინიაშვილი
Aa
Aa

„ბებერი მელა“ - IJF-ი ღვინიაშვილის ტრიუმფს გამოეხმაურა

აბუ დაბის გრანდ სლემის ბოლოს დღეს, ქართული ჰიმნი კიდევ ერთხელ აჟღერდა. ამჯერად, ოქროს მედალი ბექა ღვინიაშვილმა დაისაკუთრა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის, IJF-ის ვებგვერდს მისი ასპარეზობა არ გამორჩენია.

„ბექა ღვინიაშვილმა ნახევარფინალამდე ყველაფერი სწორად გააკეთა. ფინალისთვის ბრძოლაში, იგი ძველ მეგობარსა და ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს, ნემანია მაიდოვს დაუპირისპირდა. ისინი ამ წონით კატეგორიაში იმდენი ხანია გამოდიან, რომ მათ გარეშე რამის წარმოდგენა ურთულესია. ისინი ერთმანეთს ისე კარგად იცნობენ, რომ ერთმანეთი დაღალეს და გამარჯვებულის გამოსავლენად 4 წუთი საკმარისი არ აღმოჩნდა. სერბ ძიუდოისტს ორი შიდო ჰქონდა და გადაღლილი იყო, რაც ღვინიაშვილის წინააღმდეგ იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არაა. მესამე შიდო და ფინალში ქართველი გადის, სადაც ის შეხვდა ჯუდოკას, რომელსაც სერბისგან განსხვავებით, საერთოდ არ იცნობდა.

ლორის ტასიესთვის ეს პირველი ფინალი იყო და თან ღვინიაშვილის წინააღმდეგ, რაც მისთვის ახალ განზომილებაში შესვლას წარმოადგენდა. იგი პატარა ბავშვივით იყო, რომელმაც ველოსიპედის ტარება ისე ისწავლა, რომ 4-ბორბლიანი ველოსიპედი არასდროს გაუტარებია. ტასიეს უნდოდა, ქართველისთვის ეთქვა, რომ მისი არ ეშინოდა და ღვინიაშვილის ძიუდოთი იჭიდავა, მაგრამ ილუზიამ მხოლოდ 40 წამს გასტანა. ვაზარი, ოსაე-კომი და სწორედ ამიტომაა, ღვინიაშვილი რეიტინგში მეოთხე, ფრანგი კი - 150-ე. იმედი ვიქონიოთ, რომ შესანიშნავი ასპარეზობა საკმარისი იყო, რათა ტასიე კმაყოფილი დარჩენილიყო. თანაც, ახლა იცის, ველოსიპედი როგორ ატაროს. ღვინიაშვილს რაც შეეხება, ის ბებერი მელაა, რომელსაც იმის გარდა, რასაც მისგან ელოდნენ, სხვა არაფერი გაუკეთებია“.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ბოლო დღეს, ღვინიაშვილის გარდა, მედალი სოფიო სომხიშვილმაც აიღო და ვერცხლს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მინდა მოურინიოს სიტყვებზე საუბარი“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
„არ მინდა მოურინიოს სიტყვებზე საუბარი“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ